შპს პროსერვსმა წარმატებით გაიარა სერტიფიცირება ISO 27001:2022 და ISO 27017:2015 სტანდარტების შესაბამისად!
ISO 27001:2022 - წარმოადგენს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემას ორგანიზაციაში; იგი აუცილებელია ორგანიზაციის მთლიანი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
ISO 27017:2015 - წარმოადგენს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემას ღრუბლოვანი სერვისებისთვის და აუცილებელია პროექტების მონაცემთა უსაფრთხოების, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის დაცვის და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის გარანტიისთვის.
ეს არ არის უბრალოდ სერთიფიკატი, ეს არის ჩვენი ურყევი ერთგულების დასტური მონაცემთა უსაფრთხოების, ინფორმაციის მართვის და ღრუბლოვანი სერვისების დაცვის უმაღლესი სტანდარტებისადმი.
ISO 27001:2022 ადასტურებს ჩვენს ყოვლისმომცველ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემას, ხოლო
ISO 27017:2015 ხაზს უსვამს ჩვენს მაღალ კომპეტენციას ღრუბლოვანი სერვისების უსაფრთხოებაში.
ამავე წელს კომპანიამ კიდევ ერთი კონკურენტი - ჰოსტინგ კომპანიის -
„პროსერვ. ჯი“ -ს აქტივებიც შეიძინა, რითაც უფრო განიმტკიცა პოზიცია საქართველოს ჰოსტინგისა და ქლაუდ სერვისების ბაზარზე.